Wednesday, December 12, 2018

CHRISTMAS DECORATED COOKIES, SIMPLE DESIGNS FOR BEGINNERS, HANIELA'S

Six Different Ways To Decorate Christmas Tree Cookies

თაფლაკვერის სახლკი

როგორ გავაკეთოთ საახალწლო სახლი თაფლაკვერისგან (რეცეპტი და ფოტოინსტრუქციები) თაფლაკვერის სახლი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში და ერთგვარ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულს წარმოადგენს. საქართველოში მას ჯერ კიდევ არა აქვს მასიურად ფეხი მოკიდებული, თუმცა საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ქვემოთ წარმოდგენილ რეცეპტსა და ინსტრუქციებს გაეცნობით. დამეთანხმებით, ამგვარი ქოხი ნამდვილად გაუხალისებს ბავშვებს ახალ წელს, განსაკუთრებით თუ მათაც ჩართავთ მომზადების პროცესში. ხოლო თქვენი საახალწლო სუფრა უფრო ლამაზი და ორიგინალური გამოვა.
მაშ ასე, პირველ რიგში უნდა მოვზილოთ ცომი, რისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:

• სოდა— 1/2 ჩ.კ

• შაქარი— 200 გ.

• თაფლი (თხევადი) — 250 გ.

• კარაქი (გამლღვალი და გაგრილებული) — 200 გ.

• კვერცხი — 3 ცალი

• კონიაკი — 50 მლ.

• დარიჩინი — 1/4 ჩ.ჭ.

• კოჭა (დაფქვილი) — 1/4 ჩ.კ.


• ფქვილი— რასაც შეიზელს.





მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით.